აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“: „კავკასიის რეგიონში საქართველო წამლებზე მაღალი ფასის მხრივ პირველ ადგილზეა!“

1kavkas-aqtual-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველო“ ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლიების წინააღმდეგ გამოდის. „სოხეთთან, აზერბაიჯანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით პრეპარატების ფასები საქართველოში საშუალოდ 5-ჯერ ძვირია. ამის მიზეზია ქართულ სააფთიაქო ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლიები, რომელებიც მედიკამენტების ღირებულებას ხელოვნურად აძვირებენ და მომხმარებელს არარეალურ ფასებს სთავაზობენ.

„თავისუფალმა საქართველომ“ ქართულ სააფთიაქო ქსელებში არსებული მძარცველური პოლიტიკის წინააღმდეგ 12 თებერვალს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მანიფესტაცია თბილისში, მელიქიშვილის გამზირის N16-ში, პსპ-ს აფთიაქთან ჩატარდა. მხოლოდ საზოგადოების აქტიურობით არის შესაძლებელი ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლიების დამარცხება“, - ნათქვამია, კერძოდ, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.