პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართეს

1-eduard-polit-1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. მხარეებმა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ორი ქვეყნის განსხვავებულ საგარეო მისწრაფებებსაც შეეხო.  დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ურყევია და ამ მიზნისკენ სწრაფვისას რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა გათვალისწინებულია. მისივე თქმით, პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო და სომხეთი განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ და ერთმანეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ.

როგორც ედუარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის პრობლემები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ განსახილველი საკითხები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება, შესაძლოა, როგორც საქართველოსთვის, ასევე, გარკვეული თვალსაზრისით, სომხეთისთვისაც სასარგებლო იყოს.