პოლიტიკა
ჩაფიძე - ტრიპოლსკის: „ხომ არ გგონიათ, თქვენზე ჯვარი მაქვს დაწერილი? ბიძინა ივანიშვილს ვნახავ და ყველაფერს მოვუყვები!“

1-CafiZe-polit-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე დუშეთისა და ტყიბულის მაჟორიტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძის ინფორმაციით, ელისო ჩაფიძე ირაკლი ტრიპოლსკის ივანიშვილთა შეხვედრით დაემუქრა.

გუბერნატორებს და გამგებლებს ევალებათ ცენტრალურ ოფისს მიაწოდონ ინფორმაცია. ამის მიუხედავად მათ შექმნეს დეპუტატთა ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში სიტუაციას ადგილზე გაეცნობოდნენ. ფრაქციის ბოლო სხდომაზე სწორედ ამ ჯგუფების მუშაობა გამხდარა ირაკლი ტრიპოლსკისა და ელისო ჩაფიძის დაპირისპირების მიზეზი. ტყიბულში რომ ჩახვედი, ვიღაცებს შეხვდი და დაჰპირდი, მომდევნო პარლამენტში ელისო ჩაფიძე აღარ იქნება ტყიბულის დეპუტატიო, შენ ჩემზე კომპრომატების შესაგროვებლად წახვედი თუ საქმისთვისო? - უთქვამს ჩაფიძეს ტრიპოლკისთვის. ტრიპოლსკის თავის მართლება დაუწყია - მსგავსი არაფერი ყოფილაო, რაზეც ჩაფიძეს უპასუხნა - ხომ არ გგონიათ, თქვენზე ჯვარი მაქვს დაწერილი, ბიძინა ივანიშვილს ვნახავ, ყველაფერს მოვუყვები და მერე სულ კარგად იყავითო. უმრავლესობა ახლა ჩაფიძე-ტრიპოლსკის „საქმის გარჩევის“ მოლოდინშია. რას გადაწყვეტს შუშის სასახლის „მაყურებელი“, ამ დღეებში გავიგებთ“, - განაცხადა კილაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.