პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: „რუსეთი მზადაა შესაბამისი ზომები მიიღოს, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს ნატოში საქართველოს „ჩათრევისთვის“

1-serj-polit-2-analit-2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარე საქმეთა მინისტრმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ დავით სანაკოევთან შეხვედრის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ეს ხელს არ შეუწყობს ამიერკავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალისხმევას და, თუკი ეს ნაბიჯები პრაქტიკულ მოხაზულობას მიიღებს, რაც უკვე ხდება,  ბუნებრივია, ჩვენ ზომებს მივიღებთ იმისათვის, რომ ამ პროცესების ნეგატიური ზემოქმედება სიტუაციაზე არ დავუშვათ“.

ლავროვის თქმით, „ნატოში საქართველოს ჩათრევის უწყვეტი პროცესის პრიზმაში“ განსაკუთრებით აქტუალურია, ქარტულმა მხარემ ხელი მოაწეროს სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებებს.