საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას“

1-mart-sazog-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სუბსიდირებას გავუკეთებთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ რეგიონების რესურსი, მათი პოტენციალი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2015 წელს მაქსიმალურად გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში“, რათა წარმოება განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.