პოლიტიკა
ელისო კილაძე: „კალაძემ მიაყარა ფურცლები ღარიბაშვილს, 150 მილიონი შენ თვითონ მოიტანე, საიდანაც გინდაო... “

kilaZe-polit-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე. როგორც ჟურნალისტი, თავის სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს შორის დაპირისპირება გაზის ტარიფს უკავშირდება.

...კალაძე იყო მომხრე და ითხოვდა გაზის ტარიფის მომატებას, რაც მოგეხსენებათ არათუ "ქართული ოცნების" დაპირებაში, არამედ ყველაზე აუხდენელ ოცნებაშიც წარმოუდგენელი იყო. მეტიც, ჩვენ გვპირდებოდნენ ტარიფების განახევრებას და ერთ-ერთი ინიციატორი ამისა იყო სწორედ კახი კალაძე. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტარიფების მომატების საკითხის განხილვისას ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა გაღიზიანდებოდა და და წინასაარჩევნო დაპირებები არ იქნებოდა შესრულებული, არამედ იმიტომაც, რომ ეს რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ლარის გაუფასურების პირობებში, კიდევ უფრო დიდი ტვირთი იქნებოდა, როგორც მოსახლეობისათვის ასევე იურიდიული პირებისათვის... კალაძეს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ღარიბაშვილთან, მეტიც, როგორც ჩემი წყარო მეუბნება, მიაყარა ფურცლები ღარიბაშვილს და ეს 150 მილიონი შენ თვითონ მოიტანე, საიდანაც გინდაო, ესეც კი გაუბედავს. როგორც ჩანს, კალაძე იღწვის თავისი გავლენების გაფართოებისათვის მთავრობაში და ლამის ოცნებად აქვს გადაქცეული, როდის გახდება პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ელისო კილაძემ.