პოლიტიკა
უსუფაშვილი: „საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა მისი ქმედებისა და საქმის ავ-კარგიანობით იზომება და არა პოლიტიკური კუთვნილებით“

usup-polit-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადებით ხორვატიაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადადგომას გამოეხმაურა.

ჩემი სამივე კოლეგა თავის თანამდებობაზე მუშაობდა. ვიქტორ დოლიძე ახლა აქ უნდა იდგეს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, წამოსვლაზე უარი თქვა. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე... ვიცე-სპიკერის შემთხვევაში ჩვენს კანონმდებლობაში ჩანაწერი მკაფიოა, თუ როდის შეიძლება ოპოზიციას ჰყავდეს თავისი ვიცე-სპიკერი. ამიტომ იყო, რომ უმრავლესობის მიერ ზურაბ აბაშიძის გამოწვევა მოხდა... რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი თანამდებობიდან წასულიყვნენ... როგორც ჩანს, კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და უფრო ეფექტური იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყეტილება 23 თებერვალს მიიღეს.