აქტუალური
დავით საგანელიძე: „კარგი იქნება, „ოცნება“ ღია იყოს იმ ადამიანებისათვის, ვინც ნოვატორული ნიჭითა და პოლიტიკური ხედვებით გამოირჩევიან“
sagan-aqtual-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც "ოცნებაში" შესაძლოა მოაზროვნეთა კლუბ „რა, სად, როდის" მონაწილეები გაერთიანდნენ. „პარტიის ოფისში მივიღე ინფორმაცია, რომ ჰქონდათ შეხვედრა გიორგი მოსიძესთან. გიორგი მოსიძე ინტელექტ კლუბ "რა, სად, როდის" წამყვანი, დამფუძნებელი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მასთან ერთად ძალიან ბევრი წელი მაქვს გატარებული პოლიტიკაში. ვიცი, რომ ის არის უაღრესად ნიჭიერი, საქმიანი, ერუდირებული, საინტერესო ადამიანი. მასთან ერთად კიდევ არის პატარა ჯგუფი, 2-3 ადამიანი, ვინც ასევე გამოირჩევიან თავინთი ძალიან გამჭრიახი გონებით და საქმის კარგი ხედვით", - განაცხადა საგანელიძემ "პალიტრა ტვ"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას.