პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: „ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს, გარკვეული ლაფსუსები კი მშვიდობიან დროს მოგვარდება!“

Rad-polit-2-anal-1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება შეუძლებელია, - მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. „Kiev.UA День“-თან ინტერვიუში კითხვაზე - ხომ არ წაჰკიდებს ორ ქვეყანას ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს სხვა ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმება, რომელთა გადაცემასაც პროკურატურა ითხოვს? - მან მიუგო, რომ ორივე ხალხებს ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები აერთიანებს. „ამიტომ მიმაჩნია, რომ შეუძლებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭება. პირიქით, როგორც დღეს ამის დემონსტრირება მოვახდინეთ, ვმუშაობთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - აღნიშნა მან.

„ამავდროულად, ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს,  უკრაინის არჩევანია, როგორ  ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას!“- აღნიშნა მარგველაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მაიდანზე გამართულ „ღირსების მარშში“, სადაც იგი, როგორც ჩანს, საბოლოოდ „გადაიბირეს“...

მარგველაშვილმა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ - „კარალევა მარგო“, „ვერიტას პლასტელინოვიჩი“, „მთავარსარდელი“, ოღონდ არა საქართველოს პრეზიდენტად, დასძინა, რომ „დეტალები მშვიდობიან დროს უნდა გადაწყდეს, როცა კონფლიქტი ამოიწურება“. "ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს (უკრაინასა და საქართველოს - საქინფორმი) პრობლემები აქვთ", - დასძინა მარგველაშვილმა.