პოლიტიკა
იარაღით ცნობილი მოვაჭრე სააკაშვილი - პოროშენკოს მთავარი მრჩეველი და უკრაინის არმიისთვის შეიარაღების მიმწოდებელი - თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა!

torgovec-pol-2-anსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. სააკაშვილი, რომელიც ახლახან პოროშენკოს მთავარ მრჩევლად - უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას შეუდგა და აშშ-ში გაფრინდა, რათა განახორციელოს თავისი მთავარი რეფორმა - გამოსძალოს ვაშინგტონს იარაღი კიევის ხუნტისთვის. აი რას წერს ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე Facebook-ის საკუთარ გვერდზე:

„დავიწყე შეხვედრები "მაგნიტსკის სიის" ავტორთან, სენატორ კარდინთან შეხვედრით. წინ მელოდება შეხვედრები სენატის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. თემა - კანონმდებელთა ზეწოლის გაძლიერება, უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილების დასაჩქარებლად. ამდენი კანონმდებელი ერთდროულად, ჯერ არასდროს დათანხმებულა შეხვედრაზე . მაშინაც, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი. 34 შეხვედრა 3 დღის განმავლობაში - ჩემი სტანდარტებითაც კი, დატვირთული გრაფიკია“, - წერს იარაღით ცნობილი მოვაჭრე სააკაშვილი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის დროს ყიდულობდა და მიჰყიდდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრებით ნაყიდ საქართველოსთვის განკუთვნილ იარაღს „მესამე“ ქვეყნებში - ათასი ჯურის ტერორისტებსა და ბოევიკებს...