აქტუალური
კიდევ ერთი გაძვირება

menagveმთავრობა დასუფთავების გადასახადის გაზრდას გეგმავს. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ", რომელიც ნაგვის გატანაზე არსებული მოსაკრებლის ზედა ზღვარს აუქმებს. მოქმედი კანონით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. კანონპროექტით ეს ჩანაწერი საერთოდ უქმდება. თუმცა რამდენით შეიძლება გაიზარდოს დასუფთავების ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.