პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: „ვინ იქნება სიაში, ამას თუ დათო საგანელიძე წყვეტს, კარგად გვქონია საქმე“

1omar-polit-2საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს აკრიტიკებს. ნიშნიანიძე საგანელიძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მომავალ არჩევნებზე კოალიციის კონფიგურაცია შეიცვლება და უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტში ვეღარ მოხვდება.

„არჩევნებზე პარტიული სია გადაიხედება და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ვინ იქნება სიაში და ვინ არა, ამას თუ დათო საგანელიძე წყვეტს, კარგად გვქონია საქმე. მას უფლება აქვს, თავისი საკითხი გადაწყვიტოს - იქნება სიაში თუ არა. სიის შემადგენლობას გადაწყვეტს პარტია, ფრაქცია. კოალიციის ლიდერებმა და მთლიანად გუნდმა უნდა გადავწყვიტოთ და ეს თემა მხოლოდ საგანელიძის გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა ნიშნიანიძემ რეზონანსთან საუბარში.