პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „არაერთი ქონება, რომლის ჩამორთმევაც წლების წინ უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია“

1culukiani-polit-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს იუსტიციის მინისტრმა უპასუხა.

კარგია ის, რომ არაერთი ქონება, თუ არა უმრავლესობა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები პირველ რიგში ამ ნაწილში აღუდგეს. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარებული. ვგულისხმობ, სწორედ ამ ტიპის საქმეებს, რომელიც ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებითაც ასეულობით საქმე არსებობს.

"ათასამდე განაჩენია გადასახედი, თუმცა მათზე ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს იყო თუ არა განაჩენი უკანონო და ხომ არ ჰქონდა ადგილი მტკიცებულების მოპოვებას ზეწოლის, მუქარის, ცუდად მოპყრობის და წამების შედეგად", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.