აქტუალური
Global Research: „სახელმწიფო მიწებსა და საწარმოებს თითქმის მუქთად ყიდიან დასავლეთელ კაპიტალისტებზე, ქვეყანაში ჰიპერინფლაცია ბობოქრობს და ევროპის „ბეღელმა“ საბარეთე სისტემა შემოიღო, რადგან საკუთარი მოსახლეობის გამოკვება არ შეუძლია!“

lendmen-aqt-3-an-4საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. სახდეპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა აშშ-ის კონგრესის წევრები, - წერს global Research. ვაშინგტონის მიზანია, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს. ამისათვის აშშ, კერძოდ, რუსეთის საზღვრებთან მდებარე სამხედრო ბაზებს იყენებს, რომლებიც მის სუვერენიტეტს ემუქრება, - წერს ლენდმანი Global Research-ში.

უკრაინის საბანკო სისტემა - განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მოპარვის „შავი ხვრელია“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. სახელმწიფო მიწებსა და საწარმოებს თითქმის მუქთად ყიდიან დასავლეტელ კაპიტალისტებზე მაშინ, როცა ქვეყანაში ჰიპერინფლაცია ბობოქრობს და ევროპის „ბეღელმა“ საბარათე სისტემა შემოიღო, რადგან საკუთარი მოსახლეობის გამოკვება არ შეუძლია. არავითარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეფორმებზე საუბარიც არაა!“- დასძენს ჟურნალისტი.

დღეს უკრაინა ჰუმანიტარული კატასტროფის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის შედეგად მოჰყვება ამერიკის ჩარევას, - აღნიშნავს ლენდმანი. თუმცა, ნულანდი, პირიქით, უარგუმენტოდ ადანაშაულებს რუსეთს იმაში, რომ ის დონბასში „შეუმოწმებელ“ ჰუმანიტარულ კონვოის აგზავნის და სამშვიდობო ხელშეკრულებას არღვევს.

ნულანდმა კონგრესის წინაშე ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კიევიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას - აქაოდა, რუსი სამხედროების ჯგუფებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთესო, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

პრეზიდენტი ობამა ცდილობს შეუზღუდავი კონტროლი დააწესოს „ახალ ამერიკულ კოლონიაზე“, გამოწუროს მთელი სარგებელი და გამოიყენოს პლაცდარმად დიდი ხნის ოცნების ასახდენად - რუსეთში რეჟიმის შესაცვლელად, - მიაჩნია ლენდმანს.