აქტუალური
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ე.წ. „მემორანდუმის“ ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას“
aqtual-3საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყება კომენტარს აკეთებს რფ-სა და აფხაზეთში მოქმედ რუსეთის მიერ შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ მემორანდუმის“ ხელმოწერის თაობაზე: „აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, აფხაზეთში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი სახის „შეთანხმება" არის იმთავითვე ბათილი... აგრეთვე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არცერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი. მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია, კერძოდ, კომენტარში.