აქტუალური
მანანა კობახიძე: „განსაკუთრებული არაფერია, თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა"

kobaxize-aqtual-3საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ მთავრობა ესწრებოდეს პრეზიდენტის გამოსვლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისივე შეფასებით, თუ მთავრობა პრეზიდენტის მოსასმენად საკანონმდებლო ორგანოში არ მივა, "ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის დემარშად". ვიცე-სპიკერი ვერც დებატების აუცილებლობას ხედავს.

პარლამენტს და, მით უმეტეს, უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, იქნება ფრაქციების გამოსვლები და ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტი ისაუბრებს'', - აღნიშნა კობახიძემ.