აქტუალური
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება, რომლის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები.
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.