აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა. თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი“
1prem-aqtual-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს.
თქვენ 24 სააათის განმავლობაში დგახართ ჩვენი სახელმწიფოს სადარაჯოზე და მე ამისთვის მადლობას გიხდით, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც რიგითი მოქალაქე. თქვენ გაქვთ განსაკუთრებული სამსახური და ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო დაფასება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ხშირად, სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.