აქტუალური
ეკონომიკის სამინისტრო ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას იწყებს. ამ მიზნით სამინისტრო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორთათვის სანიტარულ-ჰიგიენური ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ინტერესთა გამოხატვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იწვევს.
შეთავაზებული პირობების თანახმად, ინვესტორს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა მიწის ნაკვეთები ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის. ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს სანიტარული ობიექტის (საპირფარეშო) აშენება და სათანადო ინფრასტრუქტურით (წყალი, ელენერგია) აღჭურვა.