აქტუალური
სააკაშვილმა ნაყოფია და ნიკოლაიშვილი უკრაინიდან უკან გამოაბრუნა

1saaka-aqt-1-an-4საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასული საპარლამენტო უმცირესობის წევრები კობა ნაყოფია და რამაზ ნიკოლაიშვილი უკან გამოაბრუნა.

"კიევის კარებს ჯერ კობა ნაყოფია მიადგა, ფული მაქვს და გამომიყენეთო და მერე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. ექსპრეზიდენტს თავი შეახსენეს, თუმცა სააკაშვილმა ორივე თავაზიანი უარით გაისტუმრა უკან. როგორც ვიცი, კობა ნაყოფიას საყდრისის გაყიდვას არ პატიობენ, რამაზ ნიკოლაიშვილს კი არსებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დატკბობას”, – აცხადებს „აქცენტთან“ საუბარში უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ზემოაღნიშნულ ინფორმაციას რამაზ ნიკოლაიშვილი მედიასთან საუბარში უარყოფს.