აქტუალური
უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ელენა ბონდარენკო: “ის ყოველი მძიმე დღის შემდეგ საღამოობით მინისტრთა კაბინეტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასწავლის, თუ როგორ ღეჭონ ჰალსტუხი”
1halstux-aqtual-2საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატ ელენა ბონდარენკოს განცხადებით, მისთვის ნათელია, თუ რატომ სჭირდება უკრაინის მთავრობას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ ის თავის Facebook-გვერდზე წერს. "უკვე მესმის, რისთვის სჭირდება ჩვენს ქვეყანას სააკაშვილი! ის ყოველი მძიმე დღის შემდეგ საღამოობით მინისტრთა კაბინეტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასწავლის, თუ როგორ ღეჭონ ჰალსტუხი“, -  წერს ბონდარენკო.