აქტუალური
სააკაშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული!

1nacdvijenie-aqtual-3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი თავის Facebbok-გვერდზე მარტვილის დეპუტატი ნაული ჯანაშიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ადასტურებს, რომ საპარლამენტო კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული:

"ნაული ჯანაშია იყო პარლამენტის მაჟორიტარული ოლქის წევრი მარტვილიდან. როცა 2012 წელს თითქმის ყველა მაჟორიტარმა გაქუსლა პირველ ადგილზე გასულ პარტიაში, მას ფეხი არ მოუცვლია. ახალმა მთავრობამ ვინ არ გაუგზავნა მას, პოლიციით და საგადასახადოთი დაწყებული და ზოგიერთი ღვთისმსახურით დამთავრებული, რათა გადაერწმუნებინათ მაგრამ ის ყოველთვის მშვიდი და ღირსეული უარით პასუხობდა", - წერს, კერძოდ, სააკაშვილი.