აქტუალური
„ასავალ-დასავალი“: „ყურადღება, ყურადღება!!! ნაციონალური მოძრაობის სექტის და მისი დამფინანსებლის - ყაჩაღ ხაზარაძის წინააღმდეგ აქცია გაიმართება!“

1-asaval-akt-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„პარასკევს, 20 მარტს, 12 საათზე, „პლეხანოვზე", მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, „თიბისი ბანკის" ცენტრალური ოფისის წინ, ნაციონალური მოძრაობის სექტის, მისი მფარველებისა და მათი დამფინანსებლის - ყაჩაღ-ბანკირ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გაიმართება გაზეთ „ასავალ-დასავალის", „ქრონიკა+"-ის, მოშიმშილე ადვოკატ არჩილ ჩუბინიძისა და მათი მეგობრებისა და მხარდამჭერების ერთობლივი აქცია! ხაზარაძე ციხეში!!! პროკურატურამ თაროებიდან ჩამოიღოს სისხლის სამართლის ის ორი საქმე, რომლებიც ხაზარაძის წინააღმდეგ დიდი ხანია აღძრულია, მაგრამ საქმეებს ბლოკავენ!!! ყველანი აქციაზე!!! წინასწარ გიხდით მადლობას!!!"