აქტუალური
გივი თარგამაძე: „ჩვენ მივაღწევთ მიზანს ყველა მეთოდით!“

1-givi-aqtual-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ 21 მარტს გამართული აქციის შემდეგ მთავრობა გადადგება (ვიდეო იხ. აქ). ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ტაბულა“-ს ეთერში განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ისინი მიზანს ყველა მეთოდით მიაღწევენ, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებით ან ქუჩის აქციებით, რაც მისი განცხადებით, საბოლოოდ ხელისუფლების გადადგომით და ახალი გუნდის მოსვლით დასრულდება, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.