აქტუალური
გიორგი კბილცეცხლაშვილი: „ექსპერტთა ჯგუფის შეფასების შემდეგ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას ცენტრის ადგილმდებარეობის, მისი სტრუქტურის და შემდგომი ფუნქციონირების თაობაზე“

1-kbil-aqtual-1საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ნატოს შემფასებელთა დელეგაციის წევრები სამი დღის მანძილზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობოდნენ. ვიზიტის დასასრულს, შეფასების პირველადი შედეგები ჯგუფმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილს წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ძალიან კარგი დისკუსიები. ასევე, მოვინახულეთ რამდენიმე შესაძლო ლოკაცია. ვიზიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის ოფიცერმა გუსტავ ვროემენმა.

ცენტრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს, ასევე ნატოს და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, რაც გააძლიერებს ჩვენ ნატოსთან თავსებადობას და აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას“, - აღნიშნა, თავის მხრივ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა.