აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „გივი თარგამაძემ პასუხი უნდა აგოს მთელი სიმკაცრით. დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა“

1-targam-aqtual-2საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პარლამენტარ გივი თარგამაძისთვის პატრულის თანამშრომლის მიერ უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ გენერალურმა ინსპექციამ გაათავისუფლა პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც სრულიად უკანონოდ და ფარულად აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს. მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ფაქტის შესწავლა და გამოძიება და დროულად მოახდინონ რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. თარგამაძემ უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით, ვინაიდან ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოუწოდა შსს-ს, გამოავლინონ უღირსი პოლიციელები.