აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „მჯერა, რომ ქალბატონი ნინო გააკეთებს ყველაფერს, რომ სასამართლო გახდეს რეალურად დამოუკიდებელი“
1-nino-aqtual-3საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა მიულოცა. მინდა, ქალბატონ ნინოს, კიდევ ერთხელ, ტელევიზიების მეშვეობით მივულოცო. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. მე მჯერა, რომ ქალბატონი ნინო გააკეთებს ყველაფერს, რომ სასამართლო გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, ნდობა გააჩინოს სასამართლოს მიმართ და ხალხს გაუჩინოს სამართლიანობის შეგრძნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.