აქტუალური
საქართველოში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებიან რობერტ ანტისის ხელმძღვანელობით
1-antis-aqtual-1საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. DEEP-ის სამუშაო ჯგუფმა ვიზიტი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ლევან ბერიასთან შეხვედრით დაიწყო.  შეხვედრაზე განათლების სარდალმა უცხოელ სტუმრებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანი სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასებაა.  დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გოჩა რატიანთან. ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სერჟანტთა მომზადების ცენტრში საშტაბო სწავლებას დაესწრნენ.