აქტუალური
შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას სრული მასშტაბით დაიწყებს
1-rota-aqtual-2საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია დედაქალაქ ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და "RS"-ის შტაბბინის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა კაპიტანმა გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის 1/82 კავალერიული პოლკის პირველი ესკადრონის მეთაურისგან გადაიბარა. ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" (RS-HQ) მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.