აქტუალური
ინაშვილი: „მე მინდა ვუთხრა "ნაცმოძრაობას" მშვიდობით და ხელისუფლებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში აცოცხლებდა "ნაცმოძრაობას" - გამარჯობა! ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა!“
1-sila-aqtual-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილი 21 მარტს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობა არის სრულიად გაკოტრებული დაჯგუფება, რაც დაადასტურა აქციის დღემ, როდესაც მან მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ შეძლო შეეკრიბა იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რომ ის დარჩენილიყო ე.წ. დომინანტ ძალად. 12 ათასი ადამიანი იყო დაახლოებით შეკრებილი. 25 ათას ადამიანზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა 31 იანვარს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციაში. არცერთ ადამიანისთვის განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან" არ გადაგვიხდია ფული. ბათუმში ერას მოედანზე 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მე მინდა ვუთხრა "ნაცმოძრაობას" მშვიდობით! და ხელისუფლებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში აცოცხლებდა "ნაცმოძრაობას" -გამარჯობა! ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალაც და დომინანტი ოპოზიციური ძალაც. აღიარონ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და იმ ბუმბერაზმა ექსპერტებმაც, რომლებიც ამას ამბობენ. თუ არა და ამ ექსპერტების მხილებასაც დავიწყებთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.