აქტუალური
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

aqtual-1საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ცერემონიალზე დასასწრებად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნორმან ქულინგი. სიტყვით მიმართვისას ამერიკელმა გენერალმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვეს ხაზი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს/ 43-ე ბატალიონთან ერთად პირველად ჩაერთვება სამშვიდობო მისიაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ.