აქტუალური
გიორგი ახვლედიანი: „საერთაშორისო პროკურორების რეკომენდაციის შემდეგ, ნაციონალების“ კნავილი, თითქოს მათი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს!“

aqtual-2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანის თქმით, საერთაშორისო პროკურორების რეკომენდაცია ძალიან სერიოზული განცხადებაა.

ამ განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოში სამართიანობის აღდგენის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობით მიმდინარეობს და არანაირ შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი",- აცხადებს ახვლედიანი „პრაიმტაიმთან" საუბარში.

საქინფორმის“ მკითხველს შევახსენებთ, რომ პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.