IRI: „ხვალ რომ არჩევნები იყოს, 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% - ენმ-ს“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე მისულთა
36% ხმას
„ქართულ ოცნებას“ მისცემდა,
14% -
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“,
10% - „
თავისუფალ დემოკრატებს“,
6% - „
ლეიბორისტულ პარტიას“.
„პატრიოტთა ალიანსისა“ და
ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ არჩევანს გამოკითხულთა
5-5% აკეთებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემდა ხმას კვლევაში მონაწილეთა
12%, ხოლო რესპონდენტთა
11%-მა უარი თქვა პასუხზე.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.