IRI: „გამოკითხულთა 24% ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს, 10% ფიქრობს, რომ „ენმ“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
24%-ს სჯერა, რომ პრობლემებს კოალიცია
„ქართული ოცნება“ მოაგვარებს, ხოლო
10% ამ თვალსაზრისით, „
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ენდობა. „თავისუფალ დემოკრატებს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას გამოკითხულთა ნდობის
2-2% ერგოთ.
პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა გამოკითხულთა 20%-ს საერთოდ არ აქვს. კითხვაზე პასუხი არ გასცა რესპოდენტთა 37%-მა.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.