აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „საბედისწერო შეცდომა იყო, რომ ჩვენ 9 წლის განმავლობაში გვყავდა სამარცხვინო მთავრობა“

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. ტელეკომპანია „ტაბულას“შეკითხვაზე, მთავრობის პოლიტიკა წინა ხელისუფლების მაღალაჩინოსნების დასჯასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნება ამ მთავრობისთვის საბედისწერო შეკითხვა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

„საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ 9 წლის განმავლობაში გვყავდა სამარცხვინო მთავრობა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, თუმცა გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში მე, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ოპონენტებს არ მოვიხსენიებ, ამ შემთხვევაში მე უფლებას ვიტოვებ როგორც მოქალაქის აზრი გამოვხატო, მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მიღრმავდება ეჭვები ამ რეიტინგებთან დაკავშირებით და ჩემთვის არ არის საინტერესო, საინტერესო არის ის, რომ მოსახლეობის განწყობა იცის მთავრობამ. მე ძალიან კარგად ვიცი რა იყო საზოგადოების დაკვეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს და ის ფაქტი, რომ ათასობით გამოუძიებელი და ძალიან მძიმე დანაშაულები იყო ჩვენი მემკვიდრეობა, და არის ძალიან დიდი გამოწვევა, ეს ყვგელამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება რასაც ვაკეთებს, ვაკეთებთ გამჭვირვალედ და თქვენი კითხვა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე გეტყვით, რომ მასქიმალურად შევეცადეთ, რომ გამჭვირვალედ წარგვემართა ეს პროცესი. რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩენილიყო... ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ EPP-ს იმ გაერთიანებას, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა და ბუნებრივია, რომ ისინი გამოხატავენ სოლიდარობას... ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია მიწოდებული ნებისმიერი დქაინტერესებული პირისთვის, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, იქნება ეს აშშ-ს დეპარტამენტი, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე. პროკურატურა მუშაობს გამჭვირვალედ, არც ერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი. სწორედ ამ მიზნით დაიქირავეს მსოფლიოში ცნობილი პროკურორები და სამართლის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც აფასებენ ამ საქმეების შემადგენელს, თუ რამდენად კომპეტენტურად არის შედგენილი, რამდენად კვალიფიციურად, რამდენად სამართლიანად და კანონიერადაა შედგენილი ეს ყველაფერი. ძალიან მაღალი რანგს ექსპერტების შეფასებებით, ეს საქმეები იმსახურებს გაგრძელებას სასამართლოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.