აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება“

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრმა რიგი მომავალ სამიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება.

„ჩვენ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა. გადმოგვეცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ფაზა წარმატებით დავხურეთ. რამდენიმე შემფასებელი მისია იყო საქართველოში. წინასწარი ინფორმაციით, პოზიტიური შეფასებები გვაქვს. რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, თუმცა მე არ მსურს, რომ მოსახლეობაში ცრუ მოლოდინები გავაჩინო. მე შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა მოლდოვამ გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველომ. საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის მეთაურობით, ამაზე მუშაობა დროულად არ დაიწყო და ჩვენ მოგვიწია უზარმაზარი სამუშაოს ძალიან მოკლე ვადაში შესრულება, მაგრამ ჩვენ ეს აბსოლუტურად წარმატებულად და ღირსეულად შევძელით. ჩვენ არ გვსურს, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები გავიმეოროთ, ვგულისხმობ, ნატო-სთან მიმართებით დაშვებულ შეცდომებს, რომ MAP-ს მივიღებდით, შემდეგ იმედგაცრუება მოხდა. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად პოზიტიური შედეგები მივიღოთ რიგის სამიტისთვის. არავის არ ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მეორე დღესვე იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს არის პროცედურა. მოლდოვამ დაასრულა 2-3 წლის წინ და რამდენიმე თვის წინ მიიღეს უვიზო მიმოსვლა. ასეთ მოლოდინებზეა საუბარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.