აქტუალური
ირაკლი ალასანია: „მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს და არც ახლა წარმოადგენს“

1-alsa-aqtual-1საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში ვიზიტისას  თავდაცვითი იარაღის შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე,  თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ჯანელიძემ ალასანიას უთხრა, რომ   აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, არადა მანამდე ეს უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, სწორედ რომ  არ დავემორჩილე ამ არასწორ მითითებას, ხელი მოვაწერე ამ შეთანხმებას. თუ აქვს შანსი საქართველოს, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, იმიტომ, რომ  ეს შეთანხმება გაფორმდა“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.