პოლიტიკა
გია ვოლსკი: „არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში!“

1-vol-polit-2საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა "რეაქციაში" ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა "რეაქციის" ფორმატში. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, გააიგივა 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" გამოცხადებულ ბოიკოტთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება... მივმართავთ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას", თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს", - აღნიშნულია გიორგი ვოლსკის განცხადებაში.