აქტუალური
საქართველოში რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა

1-aliant-aqtual-1საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ყოჩაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და კონკურსი „ალიანტეს“ კოორდინატორმა ნათია ცვარიანმა აცნობეს.

„ალიანტე“ 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდების კონკურსია, რომელიც 4 რაუნდად განხორციელდება. I და II რაუნდი ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრებიან. ეროვნულ ფინალს საქართველო უმასპინძლებს, საერთაშორისო ფინალი კი ლიტვაში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს. კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ ახორციელებს.