აქტუალური
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა

1-afrika-aqtual-2საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ქართული ასეულის სამშობლოში გაცილების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით EUFOR-ის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ჟან მარკ ბაკუე გამოვიდა, რომელმაც ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ გიორგი სახოკიას, ასეულის მეთაურს, კაპიტან პაატა ფაცაციას და ქართული კონტინგენტის უფროს სამხედრო წარმომადგენელს, მაიორ ლაშა ჭანჭალეიშვილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის EUFOR-ის მედლები პირადად გადასცა.

ღონისძიების შემდეგ გოჩა რატიანი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიგადის გენერალ ჟან მარკ ბაკუეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო.