აქტუალური
ირაკლი ტაბლიაშვილი: „მართვადი ქაოსი ან, უბრალოდ ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში ვიღაცას. ვიცი, რაც ჰქვია ამ ვიღაც-რაღაცას... ვიტყოდი, მაგრამ, მერე პოლიტიკურ ჭრილში გადავა ეს!“

1-tabla-aqtual-3საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

არ ვიცი, ვინ მოკლა ხარძიანი... უდესიანმა? მისდამი საოცრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ვერავის, მათ შორის, ვერც მას დავადებ ხელს მრავალი, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის აუცილებლობის გამო. (- მაჭავარიანს შევახსენებ, რომ როდესაც ნაცმოძრაობას ადამიანები ვაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდით სწორედ იმის გამო, რომ საკრებულო, სადაც მუშაობდა -ნი უდესიანი, რომელსაც ასე ემიჯნება ნაც.მოძრაობა დღეს, იყო უდესიანის და მსგავსი "ზონდერ-ტიპების" თავშესაფარი...)

ხარძიანის მკვლელობა ადასტურებს, რომ აქ, ამ ქვეყანაში არის ჯგუფი, რომელიც აზაკაზებს მკვლელობებს და არის სხვა ჯგუფი, რომელიც აღასრულებს ამ მკვლელობებს.

რაც არ უნდა გახსნას ხელისუფლებამ ეს თუ ის მკვლელობა (ავიღოთ საფუძვლად, რომ მან გახსნა ვაზაგაშვილის მკვლელობა და იმედი ვიქონიოთ, რომ გახსნის ხარძიანის მკვლელობასაც), ეს მკვლელთა თუ მკვლელობათა შემკვეთი ჯგუფი/ჯგუფები არ ჩერდებიან... ვაზაგაშვილის შემდეგ არის ხარძიანი... ხარძიანის შემდეგაც ვინმე იქნება.

ვვარაუდობ, რომ ამ ფონზე სულ სხვა ჯგუფი სხვა სახის-მოტივის დანაშაულებათა აღსრულებასაც მიჰყოფს ხელს... და ეს მოტივები სულაც არ იქნება დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან თუ ბიზნესებთან...“,- წერს, კერძოდ, ტაბლიაშვილი.