პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური: „ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა“

1-beso-polit-2საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, საქართველოს მთავრობის სახელით, ავრცელებს განცხადებას ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდარის შესახებ კეთდება ბევრი კომენტარი სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ.
გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.
კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ,რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს
“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.