პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: “თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ბიზნესს უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობები შევუქმნათ!”

1-biznes-polit-3საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში განაცხადა.
ამავდროულად, ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოებას უნდა გადაუხადოს ის, რა ვალდებულებასაც კანონი აძლევს მას", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება "შრომის კოდექსს", როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი პრემიერობის დროს, ევროპაში ვიზიტით  ყოფნისას, ევროპელებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც შრომის კოდექსზე დაიწყო საუბარი. "იმდენად გათავხედებული იყო წინა ხელისუფლება, რომ ევროპასაც თითქოს თავს ესხმოდნენ, რომ თქვენ რაღაც სოციალიზმს აშენებთ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა იყოს დაცული საზოგადოების და დამსაქმებლის ინტერესები.