აქტუალური
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება

1-tur-aqtual-2საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს   84 ხმით ერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აირჩია.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს  წევრის მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრებიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.