აქტუალური
გაბუნია: “ზვიად ჯანყარაშვილი რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს“

1-gabun-aqtual-3საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ჯანყარაშვილის ადვოკატმა განუცხადა.
გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორობის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საუბრობს, რომლის მტკიცებითაც, ბიზნესმენ ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოძიებას სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი უშლიდა ხელს. როგორც ცნობილია, მოკლული ბესიკ ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გამორიცხული არ არის, ჯანყარაშვილმა კორძაიას წინააღმდეგ სასმართალდამცავ უწყებებს მიმართოს.