პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობამ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, სამართლებრივად დაადასტურა, რომ აირჩია ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა“

polit-2საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში...

რეფერენდუმი იყო თამამი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი.

ეს დღე უკავშირდება საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომლის ხელმძღვანელობით ქართველი ერი მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. 31 მარტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ზვიად გამსახურდიას  დაბადების დღეც არის. დღეს ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და  სამართლიანად ვიბრძვით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მჯერა, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება“.