აქტუალური
მარგველაშვილი: „ორჯერ მივმართე მთავრობას, განეხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები“
aqtual-2საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა და დასძინა, რომ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელება არა მხოლოდ ერთი სამინისტროს, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტიციით მონიჭებული უფლებამოსილებით ორჯერ მივმართე მთავრობას და ორჯერ ვთხოვე სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, დღემდე მთავრობისგან ამაზე პასუხი არ მიმიღია“, - განაცხადა მან.