აქტუალური
მარგველაშვილი: “ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს, რომ საპარლამენტო ასამბლეების ტრიბუნები მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო ფორუმებზე“

aqtual-3საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს გააკეთა. „შარშან პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა - მთავრობასთან ერთად მასში ახლა პარლამენტიცაა სათანადოდ წარმოდგენილი... სამწუხაროა, რომ ამ კონსტიტუციური ორგანოს სისტემატური მუშაობა ხელოვნური ხასიათის დაბრკოლებებს აწყდება. ეს გაუგებრობას იწვევს ჩვენს პარტნიორებში.

დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, პარლამენტთაშორის კავშირებს და თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება; იგივე შეიძლება ითქვას ნატოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.