პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
oon-polit-2საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პრემიერმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული ვიზების სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზის მიღება, საკონსულოში მისვლის გარეშე, სპეციალური პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გლობალური პარტნიორობის განვითარება აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს საელჩოები გაიხსნა მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გაერო-ში კაბო ვერდეს რესპუბლიკის, გრენადის, გვინეის რესპუბლიკის, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, ტონგას სამეფოს და უგანდის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები დაესწრნენ.