პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „საწყენია, როდესაც ერთის მხრივ, მიუთითებენ გუნდურობაზე და მეორეს მხრივ, ვისმენთ უსამართლო კრიტიკას მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრი პრეზიდენტის მხრიდან“
obida-polit-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მთავრობის გუშინდელ სხდომაზე. ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი და ჩემი პასუხები, ეს არის სირცხვილი... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პრეზიდენტს ჩვენთვის არასოდეს მოუმართავს რაიმე ინიციატივით, ყოველთვის მე ვიყავი ყველა შეხვედრის ინიციატორი; არასოდეს დასმულა კითხვა, რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო... პრეზიდენტს რომ ეკითხა, ნებისმიერ დროს ნებისმიერ დონეზე ამას განვუმარტავდით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრისთვის ასევე მიუღებელია პრეზიდენტის კრიტიკა, რომ მინისტრები საბჭოების რიგით წევრებად ითვლებიან.
მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს - როდესაც საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ჩვენ ასეთი საუბრით ვაკნინებთ მინისტრების საქმიანობას და უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს. საბჭოს სხდომებზე განიხილება საკითხები, რომლებიც სცდება ერთი რომელიმე სამინისტროს კომპეტენციას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, როგორც ეკონომიკური, ისე - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური სწორედ პრემიერ-მინისტრია.